რეკლამა
ავიაბილეთები avia.ge

მეგაპროექტი ნაბიჯი წინ ეკრანზე ბრუნდება და ჩენინგ ტატუმიც ჩაითრია პროექტში!

ვუხმობთ ცეკვის მოყვარულებს! (და მოდით ვაღიაროთ, ჩენინგ ტატუმის გულშემატკივრებს). ,,ნაბიჯი წინ“ ეკრანზე ბრუნდება, თუმცა არა ფილმის სახით! გუშინ, Deadline -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ YouTube აპირებს ახალი პროგრამის შექმნას, რომელიც აპირებს რომ მოიცვას Step Up-ის სიუჟეტიც. ფილმი იქნება YouTube Red-ის ნაწილი, რომელსაც Google ფლობს. ამ ვერსიაში სამწუხაროდ ჩენინგ ტატუმის შეუდარებელ მოძრაობებს ვერ ვიხილავთ. სინამდვილეში, ტატუმი და მისი მეუღლე – ჯენა ტატუმი პროექტის პროდიუსერები იქნებიან ფილმის ორიგინალ აღმასრულებელ პროდიუსერთან ერთად. ასე რომ, დავმშვიდდეთ, რადგან ჩენინგი მაინც იქნება ჩართული პროექტში! Deadline-ის უწყებით, სიუსან დენიელსი, YouTube-ს მთავარი მმართველი აღფრთოვანებულია ახალი პროექტით, რადგან ის ფიქრობს, რომ ცეკვას უდიდესი ადგილი უჭირავს ამ უზარმაზარ სამყაროში.

2 599
FACEBOOK კომენტარები