რეკლამა

“ჰობიტის“ ფინალური ნაწილის ოფიციალური ლოგოტიპი წარმოადგინეს!

სტუდია New Line Cinema-მ წარმოადგინა ტრილოგია „ჰობიტის“ ფინალური ნაწილის ახალი ლოგოტიპი, რომელსაც „ჰობიტი 3: ხუთი ლაშქრის ბრძოლა/ The Hobbit: The Battle of the Five Armies“ ერქმევა.
შეგახსენებთ, რომ სახელის შეცვლის გადაწყვეტილება 2014 წლის აპრილში მიიღეს. პიტერ ჯექსონმა განმარტა, რომ სურათის შინაარსი წინა სახელს „ჰობიტი: გზა შინიდან-გზა შინისკენ“ აღარ შეესაბამება.
რეჟისორის აზრით, სახელს „გზა შინიდან-გზა შინისკენ“ შეინახავენ კოლექციური გამოშვებისთვის, რომელიც გაყიდვაში 2015 წელს გამოვა.
ტრილოგიის ფინალურ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ბენედიქტ კამბერბეტიჩმა, ელაიჯა ვუდმა, ლუკ ევანსმა, მარტინ ფრიმანმა, ქეით ბლანშეტმა, ევანჯელინ ლილმ, ჰიუგო უივინგმა, ორლანდო ბლუმმა, იენ მაქკელენმა და სხვა მსახიობებმა.

ფილმის პრემიერა 2014 წლის 18 დეკემბერს არის დანიშნული.

4 284
FACEBOOK კომენტარები